ორშაბათი, ოქტომბერი 3, 2022
Google search engine
მთავარიჰოროსკოპი15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

წინდახედულება და მტკიცე ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა წარმატებული იქნება და დაუვიწყარი ემოციებით აგავსებთ. გამორიცხული არ არის ძველ სიყვარულთან შეხვედრა და გრძნობების განახლება.

კურო

ეს დღე სერიოზული მუშაობისა და თამამი იდეების განხორციელებისთვის განგაწყობთ. არ არის გამორიცხული, რომ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად სანთლის შუქზე, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. ხანმოკლე სამსახურებრივმა რომანმა შეიძლება, კოლეგებისა და უფროსების მხრიდან აგრესია გამოიწვიოს. ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვის დროს.

ტყუპები

არახელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. თავი შეიკავეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისგან, რაც, წყენისა და გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. სამოქალაქო ქორწინებაში მყოფ ტყუპებს ვურჩევთ, ქორწინების რეგისტრაციაზე იფიქრონ.

კირჩხიბი

მთლიანობაში ხელსაყრელი დღეა. შეიძლება მუცლის არეში ტკივილი და დისკომფორტი იგრძნოთ, ამიტომ თავი შეიკავეთ ცხოველური ცხიმებისა და მძიმე საკვების მიღებისგან. საინტერესო შეხვედრა და მაცდური შეთავაზება გელით. გამორიცხული არ არის, რომ ბიზნესოპერაციების შედეგად ფინანსური შემოსავალი მიიღოთ.

ლომი

სამსახურში კოლეგებთან ან უფროსებთან კამათი გელით. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი სახლში, ოჯახის წევრებთან და ბავშვებთან ერთად გაატაროთ. სასიამოვნო ემოციები ენერგიით დაგმუხტავთ და ახალ დღეს ოპტიმისტური განწყობით შეხვდებით.

ქალწული

საუკეთესო დღეა მივლინებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, ემოციების გარეშე მიიღოთ. ნეგატიურ განწყობას მეგობრებთან შეხვედრა დაგავიწყებთ, თუმცა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შესაძლოა ჩიხში აღმოჩნდეს.

სასწორი

პლანეტების განლაგება დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში ხელს გიშლით. შესაძლოა, მეგობრებმა თეატრში ან კინოში მიგიწვიონ და უარი არ უნდა თქვათ. ეცადეთ, შეძლებისდაგვარად შეზღუდოთ მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვები. გამორიცხული არ არის, ძველი სიყვარული დაიბრუნოთ.

მორიელი

მოდუნდით და დაისვენეთ, რადგან ამ დღეს თქვენი ნებისმიერი აქტიურობა უშედეგოდ დასრულდება. ბიზნესში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან შესაძლებელია, ელემენტარულმა შეცდომამ დიდი ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. ახალ ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრა წარმატებული იქნება. ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვის დროს.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ტყუილებით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებთ. დახლართულ სიტუაციაში გარკვევის მცდელობა უშედეგოდ დასრულდება.

თხის რქა

გირჩევთ, ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. მოსალოდნელია უსიამოვნო ამბავი ან გარემოებათა არახელსაყრელი დამთხვევა. ადამიანებთან ურთიერთობის დროს ერიდეთ კატეგორიულობას და ინდივიდუალურ სამუშაოს, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. ბიზნესოპერაციების შედეგად მოსალოდნელია ფინანსური მოგება.

მერწყული

თუ ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას გაძლევთ, ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის. მამაკაცებმა რაინდული საქციელით შეიძლება საზოგადოება გააოცონ. ერიდეთ უფროსობის სურვილს და სხვა ადამიანების ნაკლოვანებაზე საუბარს, თორემ შეიძლება დღის ბოლოს სრულიად მარტო დარჩეთ.

თევზები

გამორიცხული არ არის, რომ თქვენს თხოვნაზე მაღალჩინოსანთა უარი მიიღოთ. გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. ეცადეთ სამთავრობო უწყებებში ვიზიტის დროს სიმშვიდე შეინარჩუნოთ. საყვარელ ადამიანებთან თქვენი ურთიერთობა შესაძლოა ჩიხში შევიდეს.

დაკავშირებული სტატიები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -
Google search engine

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები

Georgia
1,780,691
სულ შემთხვევები
Updated on October 3, 2022 1:39 pm