მთავარისამართალი20 ივნისის საქმეზე სტრასბურგმა წამების აკრძალვის დარღვევა დაადგინა | სახელმწიფომ დაზარალებულებს ჯამში...

20 ივნისის საქმეზე სტრასბურგმა წამების აკრძალვის დარღვევა დაადგინა | სახელმწიფომ დაზარალებულებს ჯამში 153 ათას ევროზე მეტი უნდა გადაუხადოს

სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისს დაზარალებულებისთვის სახელმწიფოს 153 ათას 600 ევროს გადახდა დააკისრა. ევროსასამართლომ მომჩივნების მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც წამების აკრძალვას გულისხმობს. 

სარჩელი სტრასბურგში 26 დაზარალებულის სახელით გაიგზავნა. 22-ის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავდა. 

როგორც საიაში განაცხადეს, 22 მომჩივანს შორის აქციის 10 მშვიდობიანი მონაწილეა, 11 მედიის წარმომადგენელი, ხოლო 1 – მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი.

მომჩივნები ითხოვდნენ ევროპული კონვენციის მესამე მუხლის – წამების აკრძალვის, მე-10 მუხლის – გამოხატვის თავისუფლების, მე-11 მუხლის- შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებისა და მე-13 მუხლის დარღვევის დადგენას.

საია მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე სარჩელში აცხადებდა, რომ სახეზე იყო გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა, დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა და გამოძიების არაეფექტიანობა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

რას ნიშნავს შეთანხმება, რომელსაც ოცნებაც ოკუპირებული ცხინვალის ანექსირების ნაბიჯად აფასებს

9 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვში მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია რუსეთის დუმის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა