პარასკევი, მაისი 16, 2025
Google search engine
მთავარისაზოგადოებასალომე ზურაბიშვილი: რუსეთის დაპირებების არასოდეს არ უნდა გჯეროდეს, იმიტომ, რომ გადაგაგდებს

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის დაპირებების არასოდეს არ უნდა გჯეროდეს, იმიტომ, რომ გადაგაგდებს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს რუსეთის დაპირებების არასოდეს არ უნდა სჯეროდეს.

“რუსეთის დაპირებების არ უნდა გჯეროდეს არასოდეს იმიტომრომ გადაგაგდებსრუსეთთან ურთიერთობაში არასოდეს არ არის სწორირომ აგრძნობინო, რომ მისი გეშინია და რაღაცას უთმობრუსეთი არის იმპერიალისტური ძალა თავისი არსით და როგორც კი ეს კედელი ირღვევა და გრძნობს რომ შეუძლია შენზე წამოიწიოს, წამოიწევა და წამოიწევა არა მაინცდამაინც სამხედრო კუთხითმაგრამ თავისი ფორმებითამიტომ, მუდამ საჭიროა რომ ჩვენ ადგილას ვიდგეთრაც საქართველომ შეძლო მთელ ამ პირობებშითუნდაც ამ ხელისუფლების პირობებში დასაწყისში”, – ამბობს ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფრენების აღდგენის არანაირი საბაბი არ არსებობდა.

“უცებ ვიწყებთ რაღაცა გაუგებარ დათმობის პოლიტიკასმე ამას არ დავარქმევდი სტრატეგიულ მოთმინებასმოთმინება მესმის, არაკონფრონტაცია მესმისსიფრთხილეც მესმისდათმობა არ მესმის, არანაირი საბაბი არ იყო იმისი, რომ აღდგენილიყო ეს ფრენებიმგონი არავის შეიძლება სჯეროდესრომ რუსეთის პუტინი იმდენად დაინტერესებულია ქართველების კეთილდღეობით რუსეთშითუ აქრომ ფრენების აღდგენა საჭიროდ ჩათვალა.

ყველა ვხედავთ, რომ ეს არის რუსეთის სვლა, რომ რაღაცნაირად მოიპოვოს გავლენა საზოგადოებაზე, ვიღაცას მოეწონოს, ვიღაცამ შიგნით დაიწყოს დაპირისპირება”, – აღნიშნა მან.

10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამასთან, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძლვა მოუხსნა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

ჩვენ, გერმანელები და ევროპელები, თქვენი მეგობრები ვიყავით და თქვენს მეგობრებად დავრჩებით – პიტერ ფიშერი

ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით წავა ეს ქვეყანა, - ამის შესახებ დღეს, 9 მაისს გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპელები ქართველი...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა